четверг, 9 июня 2011 г.

ვიქტორ დოლიძე


ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. მშობლებს სურდათ, ვიქტორი ბანკის მოხელე გამოსულიყო, მაგრამ მას მუსიკა იტაცებდა და თავისი ხანმოკლე ცხოვრება სწორედ ამ საყვარელ საქმეს უძღვნა. ვიქტორ დოლიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან მხიარული და ხალისიანი იყო, ამასთან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
ვიქტორი სასწავლებლად კიევში გაემგზავრა, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო.
თბილისის კომერციულ სასწავლებელში სწავლისას ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი (მანდოლინისა და გიტარის, რომელთა ვირტუოზი შემსრულებელი თვითონვე იყო).1910 წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა.1917  წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში. აქვე მისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "ქეთო და კოტე" (ა. ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით, ) და "ცისანა" \. ეკუთვნის აგრეთვე სიმფ. ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე 1919 პირველად დადგმულ დიმიტრი არაყიშვილის ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" და ზ.ფალიაშვილის"აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე"იდგმებოდა ყოფილი სსრკ-ის არაერთ საოპერო ტეტრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე"
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.თბილისსა და ზურგეთში არის მისი სახელობის ქუჩები.

Комментариев нет:

Отправить комментарий