ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კკლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782(ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე).1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში.1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი დაა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I და II სიმფონიები, 17 საფორტეპიანოსონატა, მ. შ.: "პათეტიკური" "სამგლოვიარო მარშით", "მთვარის", პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" .მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა.
ბეთჰოვენი და ღვინო
ბეთჰოვენი და ღვინო
ცნობილია, რომ ბეთჰოვენს უყვარდა სმა. საღამოობით ხშირად დადიოდა დუქნებში და მეგობრებთან ერთად სვავდა ლუდს ან იაფ ფასიან ღვინოს. ამას მაშინაც არ გადაეჩვია, როდესაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ინტელიგენციაში ძვირიან ღვინოს დალევას ამჯობინებდა უბრალო დუქანში დალევას. მისი საყვარელი ღვინო იყო რეინის ღვინო. ამ სასმელს სვავდა მაშინაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო დღეებშიც კი ითხოვდა წყალში გაზავებულ ღვინოს.
შესაძლოა ღვინოს სიყვარული ბეთჰოვენს შთამომავლობით გადმოედო. ბებიამისი მკურნალობდა საავადმყოფოში, ასეთივე დაავადება ჰქონდა ბეთჰოვენის მამასაც, თუმცა თვით კომპოზიტორი უფრო ზომიერად სვამდა.
ბეთჰოვენის ნაწარმოებთა სია
სიმფონიები
- პირველი C-dur op. 21 (1800)
- მეორე D-dur op. 36 (1802)
- მესამე “გმირული” Es-dur op. 55 (1804)
- მეოთხე B-dur op. 60 (1806)
- მეხუთე C-moll op. 67 (1805-1808)
- მეექვსე “პასტორალური” F-dur op. 68 (1808)
- მეშვიდე A-dur op. 92 (1812)
- მერვე F-dur op. 93 (1812)
- მეცხრე D-moll op. 125 (1822-1824) (“საგუნდო”)
უვერტიურები
- “პრომეთეოსი” op. 43-დან (1800)
- “კორიობალოსი” op. 62 (1806)
- “ლეონორა” 1 op. 138 (1806)
- “ლეონორა” 2 op. 72 (1805)
- “ლეონორა” 3 op. 72 ა (1806)
- “ფიდელიო” op. 72 ბ (1814)
- “ეგმონტი” op. 84-დან (1810)
- “ათევის ნანგრევი” (op. 113-დან) (1811)
- “მეფე სტეფანე” (op. 117-დან) (1811)
- “სადღეობო” op. 115 (1814)
- “სახლის განათვლა” op. 124 (1822)
- 40-ზე მეტი ცეკვა და მარში სიმფონიური და სასულე ორკესტრისათვის
კონცერტები
- ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით:
- პირველი C-dur op. 15 (1796)
- მეორე B-dur op. 19 (1795)
- მესამე c-moll op. 37 (1800)
- მეოთხე G-dur op. 58 (1805)
- მეხუთე Es-dur op. 73 (1809)
- კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით D-dur op. 61 (1806)
- სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით C-dur op. 56 (1804)
- ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 80 (1808)
- კვარტეტები (სიმებიანი)
- ექვსი კვარტეტი op. 18 (1800)
- პირველი F-dur
- მეორე G-dur
- მესამე D-dur
- მეოთხე c-moll
- მეხუთე A-dur
- მეექვსე B-dur
- რაზუმოვსკი სამი კვარტეტი op. 59 (1806-1807)
- მეშვიდე F-dur
- მერვე e-moll
- მეცხრე C-dur
- მეათე (“საარფო”) Es-dur op. 74 (1809)
- მეთერთმეტე (“სერიოზულ”) f-moll op. 95 (1810)
- მეთორმეტე Es-dur op. 127 (1824)
- მეცამეტე B-dur op. 131 (1826)
- მეთოთხმეტე cis-moll op. 131 (1826)
- მეთხუთმეტე a-moll op. 132 (1825)
- მეთექვსმეტე F-dur op. 135 (1826)
- დიდი ფუგა B-dur op. 133 (1825)
ტრიოები (საფორტეპიანო)
- სამი ტრიო op. 1 (1795 ) E-dur, G-dur, c-moll;
- ორი ტრიო op.70 (გამოქვეყნდა 1809 წ.) D-dur, Es - dur
- ტრიო B-dur op. 97 (1811)
კვინტეტები
- კვინტეტი Es – dur op.4 (ფამოქვეყნდა 1797 წ. )
- კვინტეტი C – dur op. 29 (1801)
- ფუგა D – dur op. 137 (1817) და სხვა კამერული ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, სულ 60-მდე, მათ რიცხვში სეპტეტი Es-dur op. 20 (1800)
საფორტეპიანო სონატები
- სამი სონატა op. 2 (გამოქვეყნდა 1796 წ.) (f-moll, A-dur, C-dur)
- მეოთხე სონატა Es-dur op. 7 (გამოქვეყნდა 1797)
- სამი სონატა op.10 (გამოქვეყნდა 1798წ.) (c-moll, F-dur, D-dur )
- მერვე “პათეტიკური “ c-mill op. 13 (გამოქვეყნდა 1799 )
- ორი სონატა op.14 (დაახლ. 1795წ ) (F-dur, G – dur ).
- მეთერთმეტე B-dur op. 22 (1799-1800)
- მეთორმეტე As-dur op. 26 (1799-1800 )
- ორი “სონატა – ფანტაზია “ op. 27 (1801) Es -dur, “ მთვარის” cis-moss)
- მეთხუთმეტე “ პასტორალური “ D-dur op. 28 (1801)
- სამი სონატა op. 31 (1801-1804) (G-dur, - 1802, dmoll, - 1802, Es-dur - 1804)
- ორი სონატა op. 49 (ადრეული სონატები: g-moll, G – dur )
- ოცდამეერთე “ ავრორა “ C – dur op. 53 (1800-1804)
- ოცდამეორე F-dur op. 54 (1803-1804)
- ოცდამესამე “ აპასიონატა “ f-moll op. 57 (1804-1805)
- ოცდამეოთხე Fis – dur op. 78 (1809)
- ოცდამეხუთე G – dur op. 79 (გამოქვეყნდა 1810წელს
- ოცდამეექვსე Es – dur 81ა (1809 - 1810)
- ოცდამეშვიდე e-moll op. 90 (1814)
- ოცდამერვე A – dur op. 101 (1815 – 1816 )
- ოცდამეცხრე (სონატა ჩაქუჩებიანი ფორტეპიანოსათვის) B – dur op. 106 (1817 - 1819)
- ოცდამეათე E – dur op. 109 (1820 - 1821)
- ოცდამეთერთმეტე As – dur op. 110 (1821)
- ოცდამეთორმეტე c – moll op. 111 (1822)
სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
- სამი სონატა op. 12 (გამოქვეყნდა 1799წ. ) (D-dur, A – dur, Es - dur)
- მეოთხე სონატა a-moll op. 23 (1800)
- მეხუთე სონატა F – dur op. 24 (გამოქვეყნდა 1801)
- სამი სონატა op.30 (A – dur, c – moll, G – dur )
- მეცხრე “კრეიცერისეული “ a – moll op.47 (1802-1803)
- მეათე სონატა G – dur op.96 (1812)
სონატები ჩელოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით
- ორი სონატა op.5 (გამოქვეყნდა (1797) (F – dur, g - moll)
- მესამე A – dur op. 69 (გამოქვეყნდა 1809)
- ორი სონატა op. 102 (1815) C – dur, D - dur)
ვარიაციები
- 20-ზე მეტი ციკლი ვარიაციებისა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: თხუთმეტი ვარიაცია ფუგით Es-dur op.35 ( 1802 ) კონტრდანსის თემაზე ბალეტიდან “პრომეთეოსი”
- ოცდათორმეთი ვარიაცია საკუთარ თემაზე c-moll (1806-1807),ოცდაცამეტი ვარიაცია დიაბელის ვალსის თემაზე C- dur. op. 120 (1823 ).
- 60-და პატარა პიესა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: 7 ბაგატელი op.33 (1782 ); 11 ბაგატელი op. 119 (გამოქვეყნდა 1821-1828 ); 6 ბაგატელი op. *126 (1823); რონდო “დაკარგული გროში” G-dur op. 129 (დაახლ.XVIIIსაუკ. 90-იანი წლები, გამოქვეყნდა 1828)
მუსიკა სცენისათვის
- ოპერა “ფიდელიო”-ს სამი რედაქცია op. 72 (1805), op.72 ა (1806), op. 72 ბ(1814)
- ბალეტი “ პრომეთეოსის ქმნილება” op. 43 (1800-1801)
- მუსიკა გოეთეს დრამისათვის “ეგმონტი” op. 84 1810)და სხვა.
საგუნდო ნაწარმოებები
- პირველი მესა C – dur op.86 (1807)
- მეორე “სადღესასწაულო მესა” D-dur 123 1823)
- ორატორია “ქრისტე ზეთისხილის მთაზე” op. 85 (1800)
- რამდენიმე კანტატა და გუნდი
ვოკალური ლირიკა
- ხალხური სიმღერების ( შიტლანდიური, ირლანდიური, ინგლისური, უელსის, იტალიური ) 150-მდე დამუშავება
- 80-მდე სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით, კანონი, არია და ანსამბლი, მათ რიცხვში:
- ციკლი “შორეული სატრფოსადმი” op. 98 (1816)
- ექვსი სიმღერა ჰელერტის სიტყვებზე op.48 (გამოქვეყნდა )1803
- სიმღერები გოეთეს ტექსტზე (1808-1810)
Комментариев нет:
Отправить комментарий