მე ვარ მარიკა მამნიაშვილი.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მაეცნიერების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.ჩემ ბლოგში აღწერილია ცნობილი კომპოზიტორების ცხოვრება და შემოქმედება.
ამ თემაზე ყურადღება იმიტომ შევაჩერე,რომ თავად ვუკრავ ფორტეპიანოზე და კლასიკური მუსიკა უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფლი ნაწილი გახდა. თინეიჯერების უმეტესობას დიდად არ იზიდავს კლასიკური მუსიკა,ისინი ცდილობენ მოუსმინონ ისეთ მუსიკას,რაც მოდაშია.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ხშირად ეს მუსიკა არაა გემოვნებიანი,დახვეწილი და ა.შ.
Only sick music makes money today.
კლასიკა კი მუსიკის მწვერვალია,ეს აგიარებული ფაქტია.შეუძლებელია მოუსმინო ცნობილი კომპოზიტორების გამორჩეულ ნაწარმოებებს და რაიმე გამორჩეული გრძნობა არ დაგეუფლოს. ჩემი სურვილია,რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს კლასიკური მუსიკით,გაითავისონ და შეიყვარონ ის.
Life is a song. Love is the music.
Music is the art of thinking with sounds.
Life is like music; it must be composed by ear, feeling, and instinct, not by rule.
ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. მშობლებს სურდათ, ვიქტორი ბანკის მოხელე გამოსულიყო, მაგრამ მას მუსიკა იტაცებდა და თავისი ხანმოკლე ცხოვრება სწორედ ამ საყვარელ საქმეს უძღვნა. ვიქტორ დოლიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან მხიარული და ხალისიანი იყო, ამასთან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
ვიქტორი სასწავლებლად კიევში გაემგზავრა, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო.
თბილისის კომერციულ სასწავლებელში სწავლისას ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი (მანდოლინისა და გიტარის, რომელთა ვირტუოზი შემსრულებელი თვითონვე იყო).1910 წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა.1917 წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში. აქვე მისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "ქეთო და კოტე" (ა. ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით, ) და "ცისანა" \. ეკუთვნის აგრეთვე სიმფ. ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე 1919 პირველად დადგმულ დიმიტრი არაყიშვილის ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" და ზ.ფალიაშვილის"აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე"იდგმებოდა ყოფილი სსრკ-ის არაერთ საოპერო ტეტრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე"
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.თბილისსა და ოზურგეთში არის მისი სახელობის ქუჩები.
სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა. 1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში.
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ვიდეო,სადაც თავად ვასრულებ რახმანინოვის ”პოლიშინელს”. =))
ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კკლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782(ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე).1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში.1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი დაა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I და II სიმფონიები, 17 საფორტეპიანოსონატა, მ. შ.: "პათეტიკური" "სამგლოვიარო მარშით", "მთვარის", პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" .მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა. ბეთჰოვენი და ღვინო
ცნობილია, რომ ბეთჰოვენს უყვარდა სმა. საღამოობით ხშირად დადიოდა დუქნებში და მეგობრებთან ერთად სვავდა ლუდს ან იაფ ფასიან ღვინოს. ამას მაშინაც არ გადაეჩვია, როდესაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ინტელიგენციაში ძვირიან ღვინოს დალევას ამჯობინებდა უბრალო დუქანში დალევას. მისი საყვარელი ღვინო იყო რეინის ღვინო. ამ სასმელს სვავდა მაშინაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო დღეებშიც კი ითხოვდა წყალში გაზავებულ ღვინოს.
შესაძლოა ღვინოს სიყვარული ბეთჰოვენს შთამომავლობით გადმოედო. ბებიამისი მკურნალობდა საავადმყოფოში, ასეთივე დაავადება ჰქონდა ბეთჰოვენის მამასაც, თუმცა თვით კომპოზიტორი უფრო ზომიერად სვამდა.
ბეთჰოვენის ნაწარმოებთა სია
სიმფონიები
პირველი C-dur op. 21 (1800)
მეორე D-dur op. 36 (1802)
მესამე “გმირული” Es-dur op. 55 (1804)
მეოთხე B-dur op. 60 (1806)
მეხუთე C-moll op. 67 (1805-1808)
მეექვსე “პასტორალური” F-dur op. 68 (1808)
მეშვიდე A-dur op. 92 (1812)
მერვე F-dur op. 93 (1812)
მეცხრე D-moll op. 125 (1822-1824) (“საგუნდო”)
უვერტიურები
“პრომეთეოსი” op. 43-დან (1800)
“კორიობალოსი” op. 62 (1806)
“ლეონორა” 1 op. 138 (1806)
“ლეონორა” 2 op. 72 (1805)
“ლეონორა” 3 op. 72 ა (1806)
“ფიდელიო” op. 72 ბ (1814)
“ეგმონტი” op. 84-დან (1810)
“ათევის ნანგრევი” (op. 113-დან) (1811)
“მეფე სტეფანე” (op. 117-დან) (1811)
“სადღეობო” op. 115 (1814)
“სახლის განათვლა” op. 124 (1822)
40-ზე მეტი ცეკვა და მარში სიმფონიური და სასულე ორკესტრისათვის
კონცერტები
ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით:
პირველი C-dur op. 15 (1796)
მეორე B-dur op. 19 (1795)
მესამე c-moll op. 37 (1800)
მეოთხე G-dur op. 58 (1805)
მეხუთე Es-dur op. 73 (1809)
კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით D-dur op. 61 (1806)
სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით C-dur op. 56 (1804)
ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 80 (1808)
კვარტეტები (სიმებიანი)
ექვსი კვარტეტი op. 18 (1800)
პირველი F-dur
მეორე G-dur
მესამე D-dur
მეოთხე c-moll
მეხუთე A-dur
მეექვსე B-dur
რაზუმოვსკი სამი კვარტეტი op. 59 (1806-1807)
მეშვიდე F-dur
მერვე e-moll
მეცხრე C-dur
მეათე (“საარფო”) Es-dur op. 74 (1809)
მეთერთმეტე (“სერიოზულ”) f-moll op. 95 (1810)
მეთორმეტე Es-dur op. 127 (1824)
მეცამეტე B-dur op. 131 (1826)
მეთოთხმეტე cis-moll op. 131 (1826)
მეთხუთმეტე a-moll op. 132 (1825)
მეთექვსმეტე F-dur op. 135 (1826)
დიდი ფუგა B-dur op. 133 (1825)
ტრიოები (საფორტეპიანო)
სამი ტრიო op. 1 (1795 ) E-dur, G-dur, c-moll;
ორი ტრიო op.70 (გამოქვეყნდა 1809 წ.) D-dur, Es - dur
ტრიო B-dur op. 97 (1811)
კვინტეტები
კვინტეტი Es – dur op.4 (ფამოქვეყნდა 1797 წ. )
კვინტეტი C – dur op. 29 (1801)
ფუგა D – dur op. 137 (1817) და სხვა კამერული ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, სულ 60-მდე, მათ რიცხვში სეპტეტი Es-dur op. 20 (1800)
საფორტეპიანო სონატები
სამი სონატა op. 2 (გამოქვეყნდა 1796 წ.) (f-moll, A-dur, C-dur)
მეოთხე სონატა Es-dur op. 7 (გამოქვეყნდა 1797)
სამი სონატა op.10 (გამოქვეყნდა 1798წ.) (c-moll, F-dur, D-dur )
მერვე “პათეტიკური “ c-mill op. 13 (გამოქვეყნდა 1799 )
ორი სონატა op.14 (დაახლ. 1795წ ) (F-dur, G – dur ).
მეთერთმეტე B-dur op. 22 (1799-1800)
მეთორმეტე As-dur op. 26 (1799-1800 )
ორი “სონატა – ფანტაზია “ op. 27 (1801) Es -dur, “ მთვარის” cis-moss)
1756 წელს დაიბადა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორი მოცარტი, რომლის სიკვდილისგან 254 წლის შემდეგაც კი მისი მუსიკა უკვდავია.იგი ვუნდერკინდი ბავშვი ყოფილა და ჯერ კიდევ შვიდი წლისამ შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. მოცარტი სრულიად ახალგაზრდა 35 წლის გარდაიცვლა. მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდობისა მან მოასწრო და ძალიან ბევრი ნაწარმოები შექმნა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა ზალცბურგში, ავსტრიის ალპებში. მისი მამა ლეოპოლდიც მუსიკოსი იყო. ვოლფგანგის წერილებიდან ჩანს ,რომ იგი კეთილი და მზრუნველი მამა ყოფილა, თუმცა არსებობს მოსაზება, რომ ლეოპოლდი ბოროტად სარგებლობდა შვილის უდიდესი ტალანტით. ადრეულ ასაკში თავბრუდამხვევ კ ა რ ი ე რ ა ს ვოლფგანგზე ცუდად სრულებითაც არ უმოქმედია. მოცარტი თავდაჭერილი, ამაყი, განათლებული და ყურადღებიანი ადამიანი იყო.
სხვა დიდი კომპოზიტორებისგან განსხვავებით, მოცარტი არც რევულუციონერი და არც ახალი ტექნოლოგიების პიონერი იყო. იგი შთანთქავდა მისი დროის საუკეთესო მუსიკას და წინა პლანზე გადმოჰქონდა განუმეორებელი სილამაზის სტილი.
მოცარტის, როგორც ვუნდერკინდი ბავშვის კარიერა ძალიან ნაადრევად–წლიდან დაიწყო, როდესაც მამამისმა ევროპირს ტურნეზე წაიყვანა. მას იქ შესაძლებლობა მიეცა მოესმინა სხვადასხვაგვარი მუსიკა და შეხვედროდა მნიშვნელოვან ფიგურებს როგორიცაა იოჰან სებასტიან ბახი. მაგრამ უკვე ზრდასრულ ასაკში მოცარტის წარმატება კლებულობს, მისი უკანასკნელი მოგზაურობა პარიზში 1776 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა. არსებობდა სხვა პრობლემებიც. მას დაძაბული ურთიერთობა ქონდა უფროსთან ზალცბურგის არქიეპოსკოსთან, ამ დროისთვის მოცარტი ორღანისტად მუშაობდა მის კარზე. იგი ცდილობდა სხვა სამსახური მოეძებნა, მაგრამ შესაფერისი არაფერი ჩანდა. პრობლემებს დაემატა დედის სიკვდილი აქ დასრულდა მოცარტის, როგორც პატარა გენიოსის კარიერა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ჩამოყალიბება ზრდასრულ კომპოზიტორად.
მიუხედავად იმისა, რომ მოცარტს შექმნილი ქონდა ოპერების სიმფონიების, კონცერტების და კამერული მუსიკის გასაოცარი მუსიკის გასაოცარი სია, მხოლოდ პარიზში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო შედევრების შექმნა, რამაც უკვდავყო მისი სახელი.
1779 წელს გამოვიდა შესანიშნავი საკონცერტო სიმფონია ვიოლინოს, ალტისა და ორკესტრისათვის. შემდეგ მან მიიღო შეკვეთები მიუნხენის თეატრიდან. 1781 წელს მოცარტი ქმნის ოპერას “იდომენევსი – კრეტის მეფე”. ოპერისადმი ახლებულმა მიდგომამ დიდი აღტაცება ჰპოვა. გამოცდილება მოცარტს წარმატების მადას უღვივებდა, მაგრამ, ამავდროულად იმედგაცრუება ემატებოდა ზალცბურგში სამსხუროებრივი შეზღუდვების გამო. კომპოზიტორსა და არქიეპისკოპოსს შორის უთანხმოება ღვივდებოდა და მოცარტი სამსახურისგან დაითხოვეს. იგი თავისი იღბლის საძებნელად ვენაში გაემგზავრა.
მოცარტი პირველი კომპოზიტორი არ ყოფილა, რომელმაც დამოუკიდებელი კარიერის შექმნა მოინდოდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სარისკო საქმე იყო და ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მან შექმნა ოჯახი, რომელსაც სჭირდებოდა შენახვა. 1782 წელს, მამის წინააღდეგობის მიუხედავად მოცარტი დაქორწინდა მომღერალ კონსტანც ვებერზე. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომელთაგანაც ფინანსური იყო, მოცარტმა მოახერხა ულამაზე მუსიკის უამრავი შედევრის შექმნა. 1782 წელს დაწერილმა ოპერამ “მოტაცება სერალიდან” (Die Entfabrung aus dem Serail) მას უდიდესი წარმატება მოუტანა.
წარმატების მწვერვაზე მყოფი მოცარტი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, თირკმლის ინფექციით. მის მრავალრიცხოვან სასულიერო ნაწარმოებს შორის გამოირჩევა გედის სიმჯერა – გენიალური რექვიემი (კათოლიკური მესა გარდაცვლილთათვის, 1791), რომელსაც მოცარტი ანონიმური პირის შეკვეთთ წერდა სიცოცხლის უკანსკნელ წელს. არსებობს მოსაზრება ,რომ მოცარტი მისმა მეტოქემ სალიერმა მოწამლა.
მოცარტს კიდევ რომ ეცოცხლა კიდევ უამრავ მუსიკაც აჩუქბდა მსოფლიოს. მისი შედევრების ბრწყინვალებამ, სილამაზემ და ყველაზე მეტად ადამიანთა უსაზღვრო სიმპათიამ იმდენად პოპულარული გახადა,რომ ბევრი მსმენელი მას კომპოზიტორთა შორის გამორჩეულად მიიჩნევს.
რეალისტური ოპერა– კომედიის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს “ფიგაროს ქორწინება” (1786), რომელიც ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. მალევე მოცარტმა მიიღო ახალი შეკვეთა, ამჯერად პრაღიდან. იგი ქნის მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრს – “დონ ჟუანს” (1787) მასში შერწყმულია მუსიკალური ტრაგედიისა და მუსიკალური კომედიის ნიშნები და მოცარტის რეალისტური საოპერო დრამატურგიის მწვერვალია.
1790 წელს გამოვიდა ასევე დიდი ოპერა – “ასე იქცევა ყველა ქალი” , რომელიც ეყრდნობდა ცინუკურ და შეუფერებელ ამბავს ქალის მერყევი ხასიათის შესახებ. ამ დრამატულ ოპერას მოჰყვა ”ჯადოსნური ფლეიტა” (1791) , რომელიც უფრო ბალადას წააგავდა და ალეგორიული იყო.
1740-1749 ჰაიდნი ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII საუკუნის 50 წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი "კოჭლი ეშმაკი" და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც პირველად მოუპოვეს მას სახელი.1759-1761 ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა მან თავისი პირველი სიმფონიები. 1761-1790 მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონის (მათ შორის ცნობილი "გამოსათხოვარი", ) და ოპერა. ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული და 12 ლონდონური სიმფონია, ორატორიები, მესები და ა. შ. ინგლისში მოგზაურობამ გააფართოვა ჰაიდნის შემოქმედებითი თვალსაწიერი, 1792 მას მიანიჭეს ოქსფორდი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა ბეთჰოვენის შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰაიდნის შემოქმედებაში მის ორატორიებს "სამყაროს შექმნა" და "წელიწადის დრონი". ჰაიდნს ეკუთვნის 24 ოპერა, მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი (200-მდე), 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.
ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახისსაეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახისსაეკლესიო გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.